საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
რუსული საიტის, Championat.com-ის ვერსიით, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

"ლოკომოტივმა" უპრობლემოდ მოიგო მატჩი, ისე, როგორც ჩემპიონობის მსურველ გუნდს შეეფერება და "როსტოვს" არაფრის გაკეთების შანსი არ მისცა.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბა კვირკველიაა. ქართველმა ბრძოლების 80% მოიგო. ბიორნი სიგურდსონის ტრავმამ კვირკველიას საქმე გაუმარტივა და ვლადიმერ დიადონთან მას საჰაერო ბრძოლები არ გასჭირვებია", - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივმა" "როსტოვი" 1:0 დაამარცხა და პრემიერლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მე-
2 ადგილზე მყოფ მოსკოვის "სპარტაკს" 2 ქულით უსწრებს, თუმცა კვირკველიას კლუბს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული