გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსი გაუჩნდა

AutoSharing Option
წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს ბელგიის იუპირლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი", რომელმაც წინა ტურში ბრიუსელში "ანდერლეხტი" 2:0 დაამარცხა, დღეს კი სახლში ლიდერ "ბრიუგეს" 1:0 სძლია.

"გენტმა" ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, გამარჯვება მოახერხა, მე-2 ადგილზე გავიდა, "ბრიუგეს" 6 ქულით ჩამორჩება და 14 აპრილს, შემდეგ ტურში ლიეჟში "სტანდარდს" ხვდება.

ბელგიიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ ჩემპიონი გადის, ხოლო მეორეადგილოსანი ტურნირზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებს.

გიორგი ამ შეხვედრაში 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. გუნდს აგრეთვე ტრავმამორჩენილი უკრაინელი ფორვარდი რომან იარემჩუკი დაუბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული