ჯაბა კანაკავამ "ტობოლს" "ატირაუსთან" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
კოსტანის "ტობოლის" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა "ატირაუსთან" ყაზახეთს ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში გოლით გამოირჩა.

"ტობოლმა" შინ "ატირაუ" ანგარიშით 3:2 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კი სწორედ კანკავამ გაიტანა. თავდაპირველად ანგარიში მასპინძლებმა ანტონი შინდერის გოლით გახსნეს, ხოლო შემდეგ სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და წინ გავიდნენ, თუმცა მეორე ტაიმში კვლავ შინდერმა გაიტანა და ანგარიში გაათაბრა. 68-ე წუთზე კი ქართველმა ნახევარმცველმა "ტობოლს" გამარჯვება მოაპოვებინა.


"ტობოლის" შემადგენლობაში ასევე ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, რომელიც მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა.

ამ გამარჯვებით
"ტობოლმა" 9 ქულით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო შეხვედრას ქართველების გუნდი სტუმრად "აკტობესთან" ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული