ოთარ კაკაბაძე სეგუნდას 33-ე ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
"ხიმნასტიკის" 22 წლის ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ შესანიშნავად ჩაატარა სეგუნდას 33-ე ტურის მატჩი "ლუგოსთან" (3:0), მისი შესანიშნავი დრიბლინგისა და პასის შემდეგ გაიტანა 90+5-ე წუთზე თავდამსხმელმა ხოსე მორენტემ გოლი და ორივე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

ოთარმა ჩემპიონატის 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ხიმნასტიკი" 39 ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 6 ქულა აშორებს და 8 აპრილს, შემდეგ ტურში "ვალიადოლიდს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული