გიორგი ჩაკვეტაძე "ანდერლეხტთან" მოგებულ მატჩში კარგად გაისარჯა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის იუპერლიგაზე საჩემპიონო ექვსეულის შეხვედრები დაიწყო და პირველ ტურში 18 წლის ქართველი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" ბრიუსელში 2:0 დაამარცხა "ანდერლეხტი".

გიორგი 72-ე წუთზე ნიგერიელი თავდამსხმელის მოსეს სიმონის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო და ერთობ იაქტიურა: 77-ე წუთზე მისი დარტყმული ბურთი გოლკიპერმა მოიგერია, ხოლო 85-ე წუთზე ბირგერ ვერსტრაეტე გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა და მოცელეს. იაპონელი იუია კუბოს შესრულებული თერთმეტმეტრიანი მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მან ყველას დაასწრო და 0:2.

ჩაკვეტაძე და "გენტი" დიდხანს ზეიმობდნენ მოპოვებულ მნიშვნელოვან გამარჯვებას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული