დენი ჰოსენი: ვაკო ყაზაიშვილს მომენტის შექმნა მაშინაც შეუძლია, როცა არაფერი ხდება

AutoSharing Option
"სან ხოსეს" ჰოლანდიელმა ფორვარდმა დენი ჰოსენმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილის შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება ვაკოს მიერ ესტონეთის კარში გატანილ გოლზე გაამახვილა.

"ესტონეთის წინააღმდეგ გატანილი ვაკოს გოლი დიდებული იყო. ყაზაიშვილმა ის გააკეთა, რაც მას კარგად შეუძლია. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული არ ვარ.

ნაკრებში მას უფრო ცენტრალური და განმსაზღვრელი როლი აკისრია, ვიდრე აქ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმავეს გაკეთება აქაც შეუძლია.

ის ძალიან კარგი მოთამაშეა და თავდაჯერებული ადამიანია. ვაკო ბურთს იშვიათად კარგავს და ძალიან ძლიერი ფეხები აქვს.

როდესაც ის კარგად თამაშობს, მუდმივად
პასებით მას ვამარაგებთ. ვაკო ყაზაიშვილს მომენტის შექმნა მაშინაც შეუძლია, როდესაც შეხვედრაში არაფერი ხდება".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული