ოთარ კაკაბაძის შესანიშნავი სოლო-რეიდი და არჩათვლილი გოლი "კორდობასთან" მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ სეგუნდა დივიზიონის 31-ე ტურში შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა.

22 წლის ფეხბურთელი "ხიმნასტიკისა" და "კორდობას" შეხვედრაში გამოირჩა, რომელიც ტარაგონულმა გუნდმა 0:2 წააგო.

მატჩის მე-40 წუთზე კაკაბაძემ ბურთი თავისი ნახევრიდან წაიღო, შესანიშნავი სისწრაფე აკრიფა და გზად მეტოქის 4 მოთამაშე ჩამოიცილა.

ოთარმა გადაცემა თავის თანაგუნდელს მიაწოდა, რომელმაც კაკაბაძეს ბურთი უკან დაუბრუნა, ქართველს კი მოწინააღმდეგის კარის აღება არ გასჭირვებია.

თუმცა შეხვედრის არბიტრებმა გატანილი ბურთი არ ჩათვალეს, რადგან ქართველის გადაცემისას თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ქალს რასმოტხოვ
kaxelo
11:53 20-03-2018
1
უფრო ხაზზე იყო ვიდრე თამაშგარეში.ისე საცოდაობა იყო ამ გოლის არ ჩათვლა.
სოსო
19:35 19-03-2018
1

სიახლეები პოპულარული