გიორგი ხარაიშვილმა "გეტებორგში" პირველი გოლი გაიტანა

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, 11 მარტს შვედეთის თასზე "გეტებორგი" გასვლაზე "მალმიოსთან" 0:1 დამარცხდა და ამ მატჩში სტუმართა გუნდში 21 წლის ქართველი ნახევარმცველის გიორგი ხარაიშვილის დებიუტი შედგა.

დღეს კი "გეტებორგმა" ამხანაგურ მატჩში "ბრომაპოიაკარნა" დაამარცხა 3:0. ამ შეხვედრაში გიორგი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 86-ე წუთზე გოლიც გაიტანა.

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ ხარაიშვილი ჭკვიანი ფეხბურთელია, კარგად თამაშობს და ახალგზრდულ ნაკრებშია გამოძახებული.

ქვეყნის ჩემპიონატი 1 აპრილს იღებს სტარტს და "გეტებორგი" გასვლაზე "ტრელებორგს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი რობი, მოუმატე და ბოლომდე დაიხარჯე, გამოიყენე ეს შანსი და კიდევ უფრო უკეთეს ჩემპიონატში და გუნდში გადახვალ
Raiola
10:26 17-03-2018
0

სიახლეები პოპულარული