ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კუსტანაის "ტობოლმა" ტალდიკორგანში 1:0 დაამარცხა "ჟეტისუ". სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ.

ყაზახეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ კი კანკავა პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

სიმბოლური ნაკრები შედგენილია პროფესიული საფეხბურთო ლიგის პარტნიორი კომპანიის InStat-ის მიერ მატჩებში ფეხბურთელთა თამაშის ანალიზის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული