ვაკო ყაზაიშვილმა 2017 წელს "სან ხოსეში" მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

AutoSharing Option
ამერიკულმა საიტმა Centerlinesoccer.com-მა MLS-ის ფეხბურთელთა ასოციაციის გასული წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ვაკო ყაზაიშვილი "სან ხოსეს" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

ყაზაიშვილის გასამრჯელო სეზონში 1 325 000 დოლარია. აქვე გეტყვით, რომ MLS-ში ყველაზე მაღალი ანაზღაურება "ტორონტოს" შემტევ სებასტიან ჯოვინკოს აქვს, რომელიც სეზონურად 5,6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

აღნიშნული მონაცემებით, რომელიც 2017 წლის 15 სექტემბერსაა განახლებული, ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის 23-ე ადგილს იკავებს.

თუმცა, უმეტესობა მათგანმა, რომელიც ქართველზე წინაა, კარიერა დაასრულა. მაგალითად, რიკარდო კაკამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხოდა მაგ დოლარების გულისთვის მიდიან პენსიონერი ფეხბურთელები ამერიკაში თორე თეთრი სახლის სანახავად იქ ნაღდად არ ჩავიდოდენ.ევროპასთან შედარებით დაბალი კლასია ამერიკაში იგივე ესპანეთი ინგლისი საფრანგეთი გერმანია ნუ არარის ერთი სიტყვით საფეხბურთო ქვეყანა როგორც ევროპაშია წამყვანი ქვეყნების დიდი ნაწილი.ვაკომ კიდე სადაც კარგად უხდიან იქ წავიდა და არც გაემტყუნება რადგან ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა.
zaza
10:17 07-03-2018
1
ამერიკაში დიდი ფული იშოვება უფრო მეტსაც იშოვის თუ ამ სეზონში კარგად ითამაშებს ზოგადად ამერიკაში არ აქვთ ცუდი ჩემპიონატი პირობების მხრივ და მაყურებლის მხრივ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული