ქართველების "ბალმაზუივაროში" უნგრეთის თასის 1/4 ფინალში გავიდა

AutoSharing Option
21 თებერვალს უნგრეთის თასის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ბალმაზუივაროშმა" სტუმრად 3:2 დაამარცხა "დიორ ეტო" (ერთი გოლი მასპინძლებს ბაჩანა არაბულმა გაუტანა), დღეს კი საკუთარ მოედანზე საპასუხო შეხვედრაში უგოლო ფრეს მიაღწია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ბალმაზუივაროშის" შემადგენლობაში სამივე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა: ირაკლი მაისურაძემ შეუცვლელად, არაბული სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლაშა შინდაგორიძე 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული