გიორგი ქვილითაიამ "ლასკთან" მატჩში დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში "რაპიდმა" ვენაში 2:0 დაამარცხა ლინცის "ლასკი" და ორივე გოლი ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.

გიორგის აქამდე ჩემპიონატის 19 მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი და იმედია, ამიერიდან უფრო ხშირად დაამწუხრებს მეტოქეთა გოლკიპერებს.

"რაპიდი" 39 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და 4 მარტს შემდეგ ტურში გასვლაზე ლიდერ "ზალცბურგს" ეთამაშება, იქამდე კი 28 თებერვალს თასზე "რიდს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფორვარდისთვის 19 თამაში 1 გოლი არის ძალიან ცუდი შედეგი იმედია მომავალ თამაშებშიც გაიტანს გოლებს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული