ოთარ კაკაბაძემ "ბარსელონა" B-ს გოლი გაუტანა. [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის 28-ე ტურში ტარაგონას "ხიმნასტიკი" სტუმრად დაუზავდა "ბარსელონა" B-ს 1:1.

მატჩს "ბარსას" 15 276-იან "მინი ესტადიზე" 3 678 მაყურებელი დაესწრო და ანგარიში 65-ე წუთზე "ხიმნასტიკის" ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ გახსნა.

ტარაგონული გუნდი 33 ქულით მე-17 ადგილზეა და 4 მარტს "ტენერიფეს" მასპინძლობს.

ოთარმა ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მან ამ სეზონში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული