რუსული გამოცემა: "ნიცასთან" მატჩში საბა კვირკველია ერთ-ერთი საუკეთესო იყო

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი მცველი საბა კვირკველია რუსულმა გამოცემამ "ნიცასთან" მატჩში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

euro-football.ru-მ ფეხბურთელთა შეფასებები გამოაქვეყნა, სადაც ქართველი მცველი საბა კვირკველია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 7,5-ქულიანი შეფასება მან, იგორ დენისოვმა და მეკარე მარინატო გილერმემ მიიღეს.

"7,5 ქულა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ კვირკველია ძალიან საიმედო იყო. იგი ყველა ეპიზოდში შესანიშნავად იბრძოდა ფრანგული გუნდის წინააღმდეგ. ბლოკავდა სახიფათო დარტყმებს და საკუთარ საჯარიმოშიც კარგად მოქმედებდა", - ნათქვამია შეფასებაში.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა დღეს ნიონში გაიმართება და "ლოკომოტივის" მეტოქის ვინაობაც
გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "ლოკომოტივმა" ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ნიცა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა. რუსულმა გუნდმა ჯამში 4:2 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული