გიორგი პაპუნაშვილმა დაავადების გამო "სარაგოსას" ვარჯიში გამოტოვა

AutoSharing Option
როგორც ესპანური მედია იუწყება, გიორგი პაპუნაშვილს გუშინ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. ამის მიზეზი კი ვირუსია, რომელიც ქართველ ნახევარმცველს აქვს.

თუ გაციებამ გადაუარა, ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის მომდევნო ტურში ითამაშებს, როდესაც "სარაგოსა" საკუთარ მოედანზე "ოვიედოს" დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ პაპუნაშვილს ესპანური კლუბის მაისურით არც გასულ ტურში უასპარეზია. მთლიანობაში კი მიმდინარე სეზონში მან "სარაგოსას" ფორმა 17 მატჩში მოირგო და 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული