რუსებს თორნიკე ოქრიაშვილის გოლი არ ავიწყდებათ: ეს ფანტასტიკური იყო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსულმა საიტმა kuban.kp.ru-მ "კრასნოდარის" შესახებ 10 საინტერესო ფაქტი გამოაქვეყნა, სადაც გუნდის ქართველი ლეგიონერის, თორნიკე ოქრიაშვილის სახელიც ფიგურირებს.

"კრასნოდარს" არაერთი ლამაზი ბურთი აქვს მეტოქეთა კარში გატანილი, მაგრამ ეს ყველაზე დიდებული გოლი იყო. თორნიკე ოქრიაშვილის შესანიშნავი მაკრატელა "ზენიტის" კარში - ეს ფანტასტიკური იყო", - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა სანკტპეტერბურგულ კლუბს გოლი 2016 წლის ნოემბერში გაუტანა და ბოლო წამებზე "კრასნოდარს" 3 ქულა მოაპოვებინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული