ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში საბა კვირკველიას "ლოკომოტივი " "ნიცას" 22 თებერვალს უმასპინძლებს. სინოპტიკოსების ცნობით, ამ დღეს მოსკოვში -22 გრადუსი იქნება და "ლოკოს" მწვრთნელმა იური სიომინმა განაცხადა, რომ თუ მეტოქე წინააღმდეგი არ იქნება, მზად არიან ფრანგულ გუნდს სოჭში ეთამაშონ.
შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა "ლოკომ" 3:2 მოიგო.