ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

პოლონეთის ექსტრაკლასაზე ნიკა კვანტალიანის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა ნიეჩიზას "ტერმალიკას" 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა კვანტალიანმა.

პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ზაბჟეში "გურნიკთან" მატჩში ის მწვრთნელმა მაციელ ბარტოშეკმა 59-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო. საბოლოოდ კი შეხვედრა მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.

"ტერმალიკა" სატურნირო ცხრილში 21 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 24 თებერვალს "სანდევიციას" მასპინძლობს.