ჩაკვეტაძე "მეხელენთან" 46-ე წუთზე 0:2-ზე შევიდა შეცვლაზე და მატჩი 2:2 დასრულდა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" საკუთარ მოედანზე დაუზავდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "მეხელენს" 2:2.

მოულოდნელად უკვე მე-19 წუთზე მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ და შესვენების შემდეგ მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძე შეუშვა შეცვლაზე, რომელსაც როგორც წესი შეხვედის ბოლო 20-25 წუთს ათამაშებს ხოლმე.

მართალია, მას გოლი არ გაუტანია და საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია, მაგრამ აქტიური იყო და თამაშის შემოტრიალებაში თავისი წვლილი შეიტანა. გოლები მეორე ტაიმში რანჯელო ჯანგამ და რომან იარემჩუკმა გაიტანეს და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

"გენტი" 44 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და 24 თებერვალს
სტუმრად "ბევერენს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული