ნიკა აფაქიძე: აზერბაიჯანის ჩემპიონატზე უფრო სწრაფად თამაშობენ

AutoSharing Option
აზერბაიჯანის "სიბაილის" 25 წლის ახალწვეულმა ქართველმა მცველმა ნიკა აფაქიძემ "კეშლიასთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"ეს გუნდი ჩვენი კონკურენტია და მოგებას ვიმედოვნებდით. გოლის გარდა კიდევ ორი ნაღდი მომენტი გვქონდა. არ გაგვიმართლა. თანდათან მოვუმატებთ. უბრალოდ, დრო გვჭირდება.

თამაშისას ხშირად ვაკეთებდი შორეულ და დიაგონალურ გადაცემებს. ვცდილობდი ბურთი მეტოქის ზურგსუკან ჩამეგდო. აზერბაიჯანის ჩემპიონატზე უფრო სწრაფად და აგრესიულად თამაშობენ, ვიდრე საქართველოში. ჯერ ლიდერების "გაბალასა" და "ყარაბაღის" წინააღმდეგ არ მითამაშია. რამდენადაც ვიცი, ეს უკვე სულ სხვა დონეა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული