ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნიკა კაჭარავამ "სანდევიციას" გოლი გაუტანა და "კორონამ" ქულა მოიპოვა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურში ქართველი ფორვარდის ნიკა კაჭარავას კელცეს "კორონა" სტუმრად "სანდევიციას" დაუზავდა 3:3.

მატჩს ქალაქ ნიეჩიზას 4 666-იან სტადიონზე 1 252 მაყურებელი დაესწრო. ნიკამ შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე გოლი გაიტანა. მან ქვეყნის მიმდინარე პირველობის 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

"კორონა" სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-5 ადგილზეა.