ბალოტელის დუბლის შემდეგ კვირკველიას "ლოკომოტივმა" "ნიცა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში, ქართველი მცველის საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" პირველ ტაიმში მარიო ბალოტელის მიერ შესრულებული დუბლის შემდეგ, 32 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველის მანუელ ფერნანდეშის ჰეთ-თრიკით "ნიცა" 3:2 დაამარცხა. ამ შეხვედრას 35 624-ადგილიან "ალიანც რივიერაზე" 16 918 მაყურებელი დაესწრო.

თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ანგარიში დებიუტში დენისოვის შეცდომის შემდეგ გახსნა, ხოლო 27-ე წუთზე პეიჩინოვიჩმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი ბალომ გაიტანა.

მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ მომენტები და რომ გამოეყენებინათ, "რკინიგზელები" გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ბედად 43-ე წუთზე "ნიცას" მცველმა სერიმ საჯარიმოში ალექსეი მირანჩუკი
მოცელა და თერთმეტმეტრიანი ფერნანდეშმა გამოიყენა.

მეორე ტაიმში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და 68-ე წუთზე მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმაზე "ნიცას" მარცხენა მცველი კოლე გააძევა, საჯარიმო კი დიდებულად შეასრულა ფერნანდეშმა და 2:2.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი ფრანგული გუნდი გატყდა და ცოტა ხანში ფერნანდეშმა ჰეთ-თრიკი მიითვალა.

ასე შემოატრიალა "ლოკომ" თითქმის წაგებული თამაში და შემდეგ ეტაპზე გასვლის ჩინებული შანსი აქვს.

კვირკველიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი ,, ლოკომოტივო" ბრავო კირკველია.
დათო
12:25 16-02-2018
0
იმედია შორს გავა კვირკველიას გუნდი. კვირკველიას პონტში ვამბობ, იქნებ რამე კარგ გუნდში გაიყიდოს მერე ზაფხულში, თორემ ისე რუსული გუნდები რაც ადრე გამოვარდებიან მით უკეთესი (შევიგინებოდი კიდეც ჩრდილოეთის მიმართულებით, მარა წამიშლიან კომენტარს).
გულშემატკივარი
03:45 16-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული