საბა კვირკველია უკვე ნიცაშია და მარიო ბალოტელის გასანეიტრალებლად ემზადება

AutoSharing Option
ხვალ, ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში "ნიცა" საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

"რკინიგზელთა" გუნდი საფრანგეთში ჩავიდა, დაბინავდა და ვარჯიშსაც შეუდგა. მწვრთნელმა იური სიომინმა 24 ფეხბურთელი წაიყვანა და უთუოდ ათამაშებს ქართველ მცველს კვირკველიას.

"ნიცა" ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაზე 25 ტურის შემდეგ 34 ქულით მე-9 ადგილზეა. ლუსიენ ფავრის გუნდი 10 თებერვალს სტუმრად "დიჟონთან" 2:3 დამარცხდა და საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არაა.

შეხვედრა 35 624-ადგილიან "ალიანც რივიერაზე" ჩატარდება, რომელიც იშვიათად ივსება, თუმცა ევროტურნირებზე დასწრება უფრო მაღალია. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ევროა.

რა თქმა
უნდა, ქართველი გულშემატკივარი ინტერესით ელის კვირკველიასა და მარიო ბალოტელის დუელს. ცნობისათვის, სუპერმარიომ ამ სეზონში გალთა ჩემპიონატის 18 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

ფავრმა თქვა, რომ "ლოკო" შემთხვევით არ ლიდერობს რუსეთის პირველობაზე, ათლეტური გუნდია, ფეხბურთელები ბევრს მოძრაობენ, კომპაქტურად მოქმედებენ, კონტრშეტევაზე თამაში ეხერხებათ, თუმცა მათაც აქვთ ნაკლი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული