ბურთთან მოპყრობა არ დამვიწყებია - თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე დაბრუნების შესახებ საუბრობს

AutoSharing Option
"კრასნოდარის" ქართველმა ნახევარმცველმა კლუბის პრესსამსახურთან საუბარში საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"როცა ტრავმის შემდეგ, 6-თვიანი პაუზის დასრულების შემდეგ დავბრუნდი, ბავშვივით მიხაროდა, რადგან დიდი ხანი არ მითამაშია ფეხბურთი და გოლი არ გამიტანია. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არ შემიძლია გადმოვცე, რას ვგრძნობდი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.

როცა "ლოკომოტივთან" მატჩში ტრავმა მივიღე, დარწმუნებული ვიყავი, რომ მყესები არ მქონდა გაწყვეტილი და როცა "არსენალთან" მატჩში მივიღე ტრავმა, მივხვდი, რომ სერიოზული ტრავმა მქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ მეორე ჯერზე გამოჯანმრთელება უფრო ადვილია. უბ
რალოდ, უკვე იცი ყველა ვარჯიში და რა როდის უნდა გააკეთო. პირველ ჯერზე ეს არ ვიცოდი, ახლა კი ამაში უკვე კარგად ვერკვევი. ამიტომ ჩემს თავს მე თვითონ ვეხმარებოდი.

გახდე გულშემატკივარი და ფეხბურთს ტრიბუნიდან უყურო, რთულია. ძალიან მინდა თამაში და გუნდის დახმარება. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, ერთ თვეში საერთო ჯგუფს დავუბრუნდები.

გვაქვს ტრადიცია, როცა ვინმე სერიოზული ტრავმის შემდეგ ბრუნდება, თეთრ შორტებს ატარებს. პირველი პერიოდი თეთრ შორტებში ვივარჯიშებ. თვე-ნახევარში ალბათ უკვე ვითამაშებ.

ჩემი თავის რწმენა არ დამიკარგავს. ბურთთან მოპყრობა არ დამვიწყებია. რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ თუ ძალიან გინდა და გიყვარს ფეხბურთი, უფრო ძლიერად დაბრუნება ადვილი იქნება.

საქართველოში არ დამივიწყეს, ხშირად მწერენ და ასევე ჩემზე წერენ, რა მდგომარეობა მაქვს, როდის დავბრუნდები და ა.შ. მაგრამ კავშირზე არ გამოვდივარ, ინტერვიუებს არ ვიძლევი. რა აზრი აქვს ინტერვიუს მიცემას, უკვე ერთი წელია არ მითამაშია. უბრალოდ მინდა დავბრუნდე.

ერთა ლიგა შანსია ისეთი გუნდებისთვის, როგორც საქართველოა. ჩვენთვის ეს კარგია, რადგან ყოველთვის ძლიერი მეტოქეები გვხვდებოდნენ ჯგუფში, ახლა კი ყაზახეთი, ანდორა და ლატვია გყავს. ამიტომ მათთან უფრო მეტი შანსი გვაქვს, ჯგუფიდან გავიდეთ, ვიდრე საფრანგეთთან ან ესპანეთთან", - თქვა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ოქრიაშვილმა "კრასნოდარის" მაისურით 4 მატჩი გამართა, 2 გოლი გაიტანა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
da vinari okrize superi amjamad sakartvelos nakrebshi?:)))
!!!!!
13:57 14-02-2018
0
წარმატებები და საუკეთესო სურვილები მინდა გისურვო, არ დანებდე და გამოავლინე ქართული მებრძოლი სული, ჩვენ შენს გვერდით ვართ შენი გულშემატკივარი ვარ პირველად გამოჩენის შემდეგ და შენი ძალიან მეიმედება საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასლაში შენი წვლილი უნდა შეიტანოოოოო ღმერთი შენსკენ
roma
20:51 13-02-2018
0
სიახლეები პოპულარული