ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ირაკლი სირბილაძე ფინეთის მე-3 ლიგაში გადავიდა

AutoSharing Option
35 წლის ქართველი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე კარიერას ფინეთის მე-3 დივიზიონის კლუბ "იიპოში" განაგრძობს. ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

"იიპო" ქალაქ იოენსუს კლუბია და 2000-იან Joensuun Keskuskenttä-ზე ასპარეზობს.

"ქალაქ იოენსუში ერთი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი და კლუბთან ერთად ვვარჯიშობდი. ბევრი შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა გუნდიდან, მაგრამ მე "იიპო" ავირჩიე და ვფიქრობ, რომ შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას სირბილაძემ.