საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე

AutoSharing Option
დღეს 31 იანვარია და ჩემპიონატების უმრავლესობაში სატრანსფერო ფანჯარა იხურება. ამ დროს კი არიან ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ კიდევ უკლუბოდ არიან.

კარგი იქნებოდა, ამ ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატში რომ ეთამაშათ, მაგრამ ჩვენთან ხშირ შემთხვევაში კარუსელის რწევა ურჩევნიათ. ეს ფეხბურთელები კი ნებისმიერ კლუბს გამოადგებოდნენ.

ჯაბა ლიპარტია - 30 წლის ქართველს "ანჟიში" სიტუაცია ვერ აეწყო, ნახევარწლიანი ასპარეზობის შემდეგ ვერცერთი მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. ნახევარი წლის განმავლობაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 226 წუთი ითამაშა. ჯერჯერობით უცნობია და არც არსად იწერება დაინტერესებული მხ
არის შესახებ. არ არის გამორიცხული, ლიპარტია ისევ უკრაინაში ვიხილოთ.

დავით თარგამაძე - უკვე ერთი წელია უკლუბოდ არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და არც არსად იწერება იმის შესახებ, თუ სად შეიძლება დაუბრუნდეს თარგამაძე ფეხბურთს. არადა, ეგეთი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ნებისმიერ კლუბს.

ნიკა ძალამიძე - მოულოდნელად ნახევარი წლის შემდეგ დატოვა ბუქარესტის "იუვენტუსი". მიზეზი, სავარაუდოდ, ფინანსური დეტალები იყო, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუმინულ კლუბში არცთუ ისე ცუდად გამოიყურებოდა. მისი მონაგარი 10 მატჩში 2 გოლი გახლდათ.

ჯაბა ჯიღაური - საქართველოს ნაკრების შემტევმა მაკედონიური "ვარდარი" 1 წლის შემდეგ დატოვა და კლუბს თავი "ფენერბახჩესთან" გატანილი გადამწყვეტი გოლით დაამახსოვრა. ჯაბამ ყველა ტურნირზე კლუბთან ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლოს იწერებოდა, რომ ის ან "ზირას", ან "გაბალას" ფეხბურთელი გახდებოდა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.

უჩა ლობჟანიძე - "ატირაუსთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ უცნობია, თუ საით გაგრძელდება საქართველოს ნაკრების მცველის გზა. უჩა ყაზახეთამდე "დინამოში" თამაშობდა და მისთვის საქართველოს ჩემპიონატში ყოფნა უცხო არ არის.

მურთაზ დაუშვილი - ჯერ კიდევ არ გარკვეულა, თუ რომელ კლუბში იქნება საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი. აქტიურად საუბრობდნენ ყაზახურ "ირტიშზე", თუმცა ეს ტრანსფერი ჩაიშალა. დაუშვილის დამატება "რუსთავსაც" სურდა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ტრანსფერიც არ გამოვიდა, რადგან შეკრებაზე წამსვლელ 26-ფეხბურთელიან სიაში არ იყო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ნუ ამართლებთ რა?!.. უამრავი პროფესია არსებობს და დასაქმდნენ!.. თუნდაც ფეხბურთში. ხოლო ნაკრები: არც ჩემი არც შენი არც პეტრეს და არც პავლეს საკუთრება არაა ეს ქვეყნის სახეა და სირცხვილი კი არა დანაშაულია როცა 3 მილიონიან ერის მაგივრად პასუხისმგებლობას იღებს ადამიანების გარკვეული ჯგუფი (ხროვა) თუ ვინ ათამაშოს ნაკრებში და ამით საფეხბურთო ისტორია შეუქმნას რათა 1000 დოლარიანი სამსახური უნახოს სადმე კლუბში. თურმე ოჯახი ყავს სარჩენი (სისხლის სამართალში უნდა ჩაიდოს შესაბამისი კვალიფიკაციის მუხლი, ასეთ დაუდევრობაზე). ამათ თავის დროზე ეროვნულ ჩემპიონატში არ ვათამაშებდი. ეხლა არ დაიწყოთ უკეთესები სად გვყავს და ა.შ... მიეხედოს უნდა ბავშვებს და სამართლიანი სელექცია! ახალი ველოსიპედი ჯერ არავის გამოუგონებია... ძაან მარტივია, მთავარია პატიოსანი ხალხი ამ ყველაფრის სათავეში... მე სხვა რამეზე მწყდება გული.ჟურნალისტები ისე გამოიტირებენ თითქოს მართლა ტალანტები გვეჩაგრებიან. თქვენ აქეზებთ მაგათ ჩამქვრალ ამბიციებს ნუ გვახვევთ თავს ასეთი მდაბიო პიარსტატიებით ამ მარაზმს. თუ ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ხართ მოიძიეთ მასალები ტალანტებზე, რომლებიც ეზოეზო თამაშობენ საფეხბურთო სკოლებშიც არ ირიცხებიან და ა.შ.. მაგრამ რა მასალების შემქმნელები ხართ ჩვენს ყველაზე წარმატებულ სპორტსმენებზეც კი კოპი/პეისტით გადმოგაქვთ სტატიები, ისიც დამახინჯებულად! ადმინ კომენტარი არ დაბლოკო!
ტორინო
10:34 01-02-2018
1
რო წერთ რა გუნდებშI თAMAშOBENO ფეხბურტელის კარიერა მოკლეა და ცდილობენ კაი მონაგირი ქონდეტ. ABA MAGAთ ოჯახს თქვენ არჩENტ მერეე,?
VILI
17:33 31-01-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული