ანდრო გიორგაძემ და სანდრო კობახიძემ "ნაპრედაკს" გოლები გაუტანეს

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა პოლტავას "ვორსკლამ" ამხანაგურ მატჩში 3:2 დაამარცხა კრუშევაცის "ნაპრედაკი", რომელიც სერბეთის ჩემპიონატზე მე-7 ადგილზეა.

ეს შეხვედრა სრულად ჩაატარა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ, ხოლო მცველი ანდრო გიორგაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

ორივე ქართველმა ლეგიონერმა კარგად ითამაშა და ორივემ გოლი გაიტანა. სანდრო საკმაო ხანია გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, 21 წლის ტანმაღალი (197 სმ) ანდრო კი უკვე სტაბილურად ხვდება ძირითად შემადგენლობაში, დაცვაშიც კარგად ირჯება და შეტევაშიც შედეგიანად ერთვება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული