"შახტარი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა, ფონსეკამ კი მხოლოდ ხოჭოლავა არ შეცვალა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დუბაიში Dubai Cup-ის პირველ შეხვედრაში დონეცკის "შახტარი" კოპენჰაგენთან" დამარცხდა 1:2. მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა და მეორე ტაიმში მის გარდა ყველა ფეხბურთელი შეცვალა.

ხოჭოლავამ ნამატჩევს განაცხადა, რომ წაგებამ ძალიან დაწყვიტა გული, მაგრამ შეკრების ბოლოს 90%-ით ჩადგებიან ფორმაში.

ამ ტურნირზე დონბასური გუნდი 3 თებერვალს "სლავიას" შეხვდება, ხოლო 7 თებერვალს - აიკ-ს.

"შახტარი" ამის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდება, 16 თებერვალს ქვეყნის პირველობაზე "ჩერნომორეცს" უმასპინძლებს, 21 თებერვალს კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში, 21 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში
"რომას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული