ლევან მჭედლიძემ ბურთთან ერთად ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ემპოლის" ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ ბურთთან ერთად ვარჯიში დაიწყო. გავრცელებული ცნობით, მის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით პროგრესი შეინიშნება.

იგი ასევე საწვრთნელ პროცესს სპორტულ დარბაზშიც გადის, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაბრუნდება ფეხბურთელი, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე 2017 წლის აპრილის თვის შემდეგ ტრავმირებულია. მან მძიმე დაზიანება "მილანთან" მატჩში მიიღო, სადაც გოლის ავტორიც გახდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭს ბევრი შეეძლო, მაგრამ ხელს გადაყვა და ფეხბურთი გვერძე დარჩა. ცუდია, რომ ქართველთა უმეტესობა ნიჭს ვერ იყენებს სუსტი ნებისყოფის და ამპარტავნობისა გამო. ეგ ნაკრებს არ გამოადგება, არც აქამდე გამოდგომია, კარგი თაობა მოდის და გზა მშრომელ და სპორტული სულის ბიჭებს უნდა მიეცეს
ვასო
13:27 30-01-2018
1

სიახლეები პოპულარული