ჯანო ანანიძე მარბელაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ მარბელაზე მეორე შეკრება გადის მოსკოვის "სპარტაკი". გუნდი გუშინ ჩავიდა დანიშნულების ადგილას, დაბინავდა, საღამოსაც ივარჯიშა და ამ დილითაც.

ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე თიგიევთან, ტიმოფეევთან, ბოკეტისთან და ტასკისთან ერთად მეორე მოედანზე ვარჯიშობდა ინდივიდუალური პროგრამით.

"სპარტაკს" ამ დღეებში შეუერთდება "ნაპოლისგან" იჯარით აყვანილი სერბეთის ნაკრების მცველი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, რომელმაც ტრავმირებული გიორგი ჯიქია უნდა შეცვალოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული