გუნდთან ერთად გაემგზავრა ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელიც ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა გუნდის სამედიცონო შტაბის ხელმძღვანელის მიხაილ ვართაპეტოვის თქმით, მალე მწყობრში უნდა ჩადგეს.
ესპანეთში "სახალხო გუნდი" 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: ბულგარეთის ცსკა-სთან, ჩინეთის "ჰებეი ჩაინა ფორჩუნთან" და პრაღის "სპარტასთან".
როგორც იცით, "ჰებეი ჩაინა ფორჩუნში" "ბარსელონადან" გადავიდა არგენტინელი მცველი ხავიერ მასკერანო და არაა გამორიცხული, ჯანოს მასთან შეხვედრა მოუწიოს.