ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ჩაკვეტაძემ "ანტვერპენთან" 22 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
"ლოკერენთან" ჩინებულად ასპარეზობისა და გატანილი გოლის შემდეგ, "გენტის" მწვრთნელმა ივეს ვანდერჰეიგემ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ანტვერპენთან" გასვლითი მატჩის 68-ე წუთზე ჰოლანდიელი თავდამსხმელის რანჯელო ჯანგას ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, თუმცა ამჯერად მას თავი არ გამოუჩენია.

ამ შეხვედრაში ანგარიში 34ე წუთზე "გენტის" უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა გახსნა (მან ჩემპიონატზე 16 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა), ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტალონე ლიმბობმბემ საპასუხო გოლი გაიტანა. შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა და 1:1 დასრულდა.

გიორგის გუნდი 36
ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და 28 იანვარს ლიდერ "ბრიუგეს" მასპინძლობს.
ასევე დაგაინტერესებთ