გიორგი ჩაკვეტაძემ "ანტვერპენთან" 22 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
"ლოკერენთან" ჩინებულად ასპარეზობისა და გატანილი გოლის შემდეგ, "გენტის" მწვრთნელმა ივეს ვანდერჰეიგემ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ანტვერპენთან" გასვლითი მატჩის 68-ე წუთზე ჰოლანდიელი თავდამსხმელის რანჯელო ჯანგას ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, თუმცა ამჯერად მას თავი არ გამოუჩენია.

ამ შეხვედრაში ანგარიში 34ე წუთზე "გენტის" უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა გახსნა (მან ჩემპიონატზე 16 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა), ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტალონე ლიმბობმბემ საპასუხო გოლი გაიტანა. შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა და 1:1 დასრულდა.

გიორგის გუნდი 36
ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და 28 იანვარს ლიდერ "ბრიუგეს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით ამ სეზონში ძირითადად შეცვლებზე შემოვა ხოლმე და ესეც კარგია მისთვის :) შემდეგ სეზონში იმედია ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს.
Tbiliseli
16:24 25-01-2018
0
რათქმაუნდა ყველა თამაში ვერ გაიტანს ვერც ერთი ფეხბურთელი არ არსებობს ფეხბურთელი ვისაც ყველა თამაშში გოლი გაქვს ან ასისტს აკეთებს რაც მთავარია ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს გენტში და ტრეერიც აძლევს უკვე დროს სათამაშოდ დანარჩენი უკვე მასზეა დამოკიდებული წარატებებს ვუსურვებ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული