დავით სხირტლაძემ "ვოლერენგას" გოლი გაუტანა

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ ლა მანგაზე შეკრებაზე დავით სხირტლაძის და მათე ვაწაძის "სილკებორგი" საკონტროლო მატჩში ნორვეგიის "ვოლერენგასთან" დამარცხდა 1:2.

ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სხირტლაძემ 30-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში.

"სილკებორგი" კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 27 იანვარს ვარშავის "ლეგიასთან", 2 თებერვალს საბა ლობჟანიძის "რანდერსთან", 10 თებერვალს კი დანის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ოლბორგს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული