"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძემ ცოტა ქართული მეც მასწავლა

AutoSharing Option
ბელგიური "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა ივეს ვარდენჰეიგმა მისი კლუბის ქართველი ლეგიონერის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ჩაკვეტაძესთან ურთიერთობა ადვილი არაა, რადგან მათ ერთმანეთის ენა არ ესმით.

"რა თქმა უნდა, გიორგისთან ურთიერთობა ადვილი არაა, რადგან მას ენა არ ესმის. როგორც წესი, მე სათქმელს მოკლედ ვაყალიბებ და ბევრ სიტყვას არ ვიყენებ.

გიორგიმ პროგრესი განიცადა. იგი გუნდში კიდევ უფრო კარგადაა ინტეგრირებული. სიმართლე გითხრათ, ცოტა ქართული მანაც მასწავლა.

ერთხელ მე მას ვკითხე, როგორ იქნებოდა ქართულად muy bien ("ძალიან კარგად").

გიორგიმ ეს სიტყვვა მასწავლა, თუმცა,
სიმართლე გითხრათ, სანამ დავიმახსოვრებდი, ხუთჯერ გავამეორებინე", - აღნიშნა ვარდენჰეიგმა.




მკითხველის კომენტარები / 2 /
მოთმინება-მოთმინება, თორემ მივიღებთ მეოე ჯანოს მუდმივად პერსპექტიულს.
კოტე
15:59 24-01-2018
1
გიორგის ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაგრამ არ უნდა ერთ კარგ თამაშზე ამდენი ამბავის ატეხვა და ბავშვის გავარსკვლავება, კითხულობს და თვითონაც დაიჯერებს რომ მესია უკვე და მისთვისაც და ჩვენთვისაც ცუდი იქნება.
irakli
12:13 24-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული