გიორგი ჩაკვეტაძის გოლი და საგოლე გადაცემა ბელგიის ჩემპიონატში! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურის საშინაო მატჩი "გენტმა" 3:0 დაამარცხა "ლოკერენი".

ამ შეხვედრაში 18 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 42-ე წუთზე ანდრეს კრისტენსენის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, მისი აქტიურობის შედეგად 44-ე წუთზე გაიხსნა ანგარიში (იაკოვ ფილიპოვიჩის ავტოგოლით), 63-ე წუთზე უკრაინელმა რომან იარემჩუკმა მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო 86-ე წუთზე გიორგიმ თავადაც გაიტანა გოლი.

"გენტი" 35 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგლზეა და 24 იანვარს "ანტვერპენს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
საგოლე პასი რომელი იყო? მეორე გოლის პასი გიორგიმ გააკეთა? პირველი ნაღდად ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ამის ჩაწოდების მერე მცველებმა გამოიტანეს, მერე ერთი თანაგუნდელი შეეხო და მერე მეორემ გაიტანა.
odala
16:22 22-01-2018
2
ძლივს არ ათამაშეს ეს კაცი? იმედია მიხვდებიან რომ სკამის კაცია არაა და პროგრესისთვის მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ყოჩაღ გიო დაუმტკიცე მაგათ შენი შესაძლებლობები და მერე უკეთესი ლიგებიც არ იქნება შორს
ვაუ
11:13 22-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული