გიორგი პაპუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და "სარაგოსა" "გრანადასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
სეგუნდას 23-ე ტურის პირველ მატჩში ქართველი ნახევარმცველის გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" მე-12 წუთზე დაწინაურდა ერთ-ერთ ლიდერთან "გრანადასთან", მაგრამ შემდეგ შესვენებამდე 2 გოლი გაუშვა, მეორე ტაიმში თამაშის გადარჩენისთვის ცდა არ დააკლო, თუმცა მაინც დამარცხდა 1:2.

გიორგიმ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"სარაგოსა" 27 ქულით სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-14 ადგილზეა და 27 იანვარს შემდეგ ტურში აუტსაიდერ "კორდობას" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული