გიორგი მაკარიძე: "რიუ ავეს" მწვრთნელმა ოქრიაშვილი აქო და ადიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე უკვე პორტუგალიური "რიუ ავეს" ფეხბურთელია.


ამ დროისთვის, "რიუ ავე" პორტუგალიურ პრიმეირა ლიგაში მე-5 ადგილზეა და ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის.

"ლელო" პორტუგალიაში დაუკავშირდა გიორგი მაკარიძეს და ინტერვიუ ჩაწერა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- რას იტყვით თქვენს ახალ გუნდზე, ინფრასტრუქტურა როგორია, რა მიზნები აქვს, მწვრთნელს და ხელმძღვანელობას თუ ელაპარაკეთ?
- გუნდის მიზანი ევროპალიგაში მოხვედრაა. მწვრთნელზე კი ცალკე და ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. თამამად ვიტყვი - მიგელ კარდოსო ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია პორტუგალიაში. აქ
მას "გვარდიოლასაც" კი ეძახიან. "შახტარში" იყო სამი თუ ოთხი წელი... სხვათა შორის, ოქრიაშვილი აქო და ადიდა.

- "რიუ ავეში" გადასვლას, ალბათ, წინ გადადგმულ ნაბიჯად თვლით...
- რა თქმა უნდა! ამ გუნდში თამაშობდნენ ობლაკი, ედერსონი (დღეს "ატლეტიკოსა" და "მანჩესტერ სიტის" მეკარეები - ავტ.) და კარგად იცით, სადაც არიან ახლა. ანუ იმის თქმა მსურს, რომ აქ მეკარეებთან მაღალ დონეზე მუშაობენ.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ირლანდიასთან და ავსტრიასთან რომ არ წააგო ნაკრებმა მაგის დამსახურებაა! ყოჩაღი ბიჭია!!
კლაუსი
17:20 19-01-2018
1
გიორგი უდავოდ ნიჭიერი ბიჭია,მას ჭირდება პრაქტიკა,თანაც პორტუგალია საკმაოდ კარგი ლიგაა.სისტემატური პრაქტიკის პირობებში ის ნაკრების პირველი კიპერი გახდება უდავოდ.მე პირადად მისი ძალიან მეიმედება.წარმატებები გიოს
Qobuleteli
16:27 19-01-2018
1

სიახლეები პოპულარული