"ტობოლის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები ქართველები არიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა "ტობოლის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

ყაზახურმა საიტმა Top-news.kz-მა, "ტრანსფერმარკეტზე" დაყრდნობით, ფეხბურთელთა ფასები გამოაქვეყნა.

ჯაბა კანკავას ღირებულება 1 მილიონი ევროა. მეორე ადგილზე კი კოსტანური კლუბის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ნიკა კვეკესკირი გავიდა, რომელიც 750 000 ევროდაა შეფასებული.

მათ ლიტველი ნახევარმცველი არტურას ჟულა მოჰყვებათ - 700 000 ევრო.

უკრაინელი მეკარე დიმიტრი ნეპოგოდოვის სატრანსფერი ფასი კი 600 000 ევროა.

ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ კლუბთა სია კი ასე გამოიყურება:

"ასტანა" - 23,15 მილიონი
ევრო
"კაირატი" - 16,4 მილიონი ევრო
"ორდაბასი" - 12,35 მილიონი ევრო
"ტობოლი" - 9,5 მილიონი ევრო
"აქტობე" - 7,9 მილიონი ევრო
"კაისარი" - 7,8 მილიონი ევრო
"ატირაუ" - 5,7 მილიონი ევრო
"აკჟაიკი" - 5,53 მილიონი ევრო
"ირტიში" - 5,2 მილიონი ევრო
"შახტიორი" - 4,98 მილიონი ევრო
"ჯეტისუ" - 3 მილიონი ევრო
"კიზილ-ჟარი" - 1,45 მილიონი ევრო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული