ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნიკა კვანტალიანი ნიეჩიზას "ტერმალიკაში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
პოლონეთის ნიეჩიზას "ტერმალიკას" საიტი გვამცნობს, რომ მათ გუნდში 19 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ნიკა კვანტალიანი ჩაირიცხა.

ნიკა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, ბოლო სეზონში კი ბათუმის "დინამოში" იასპარეზა, რომლის რიგებშიც 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"ტერმალიკა" შეკრებაზე დუბაიში გაემგზავრა, სადაც საკონროლო შეხვედრებს რუმინეთის "ასტრასთან" და "დინამოსთან" და მოსკოვის "სპარტაკთან" გამართავს.

კვანტალიანის ახალი გუნდი ექსტრაკლასაზე მე-13 ადგილზეა და ლიგაზე დასარჩენად იბრძვის.

პოლონეთის ჩემპიონატი 11 თებერვალს განახლდება და "ტერმალიკა" 22-ე ტურში ნიკა კაჭარავას "კორონას" უმასპინძლებს.