საბა ლობჟანიძემ ტესტებში საუკეთესო შედეგი აჩვენა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგაზე ამჟამად შესვენებაა, ბოლო მატჩი ქართველი ნახევარმცველის საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" 11 იანვარს ჩაატარა ლიდერთან, "მიდტიულანდთან" სახლში, 0:4 წააგო და 19 ტურის შემდეგ 14 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

"რანდერსმა" შეკრება დაიწყო, დარბაზში ვარჯიშობს და ფიზიკურ მზადყოფნაში ფეხბურთელებს ტესტები ჩაუტარეს. საუკეთესო შედეგი საბამ აჩვენა, რომელმაც ჩემპიონატის 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გულშემატკივრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის გუნდის ყველაზე სწრაფი და საუკეთესო მოთამაშეა.

"რანდერსი" ქვეყნის პირველობის პაუზისას სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს: დღეს "ვეილეს" შეხვდება, 27 იანვარს "ვიბორგს", 2 თებერვალს დავით
სხირტლაძისა და მათე ვაწაძის "რანდერსს", ხოლო 10 თბერვალს უკვე ჩემპიონატი განახლდება და გასვლაზე "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
19 მატჩში 2 გოლი გაიტანა((
0
დანიაში ორი რანდერსია და ორივეში ქართველები თამაშობენ? ))))))))))
ქართველი
22:08 17-01-2018
0

სიახლეები პოპულარული