"პირველივე ვარჯიშზე კოჭ-წვივის მცირე ტრავმა მივიღე. გუშინ ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ ვვარჯიშობდი. დისკომფორტს განვიცდი, თუმცა სრული დატვირთვით ვვარჯიშობ.
შეკრების პირველი დღეები ყოველთვის რთულია, ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად დიდია დატვირთვა. პირველ შეკრებაზე მხოლოდ ორი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. ვფიქრობ, მწვრთნელების მთავარი ამოცანაა, ნახონ, როგორ გავუძლებთ დატვირთვას", - განუცხადა ხოჭოლავამ კლუბის საიტს.