ავთო ებრალიძე: ზუსტად ამიტომ მოვედი "აკადემიკა ვიზეუსში"

AutoSharing Option
ავთო ებრალიძე დიდი ხანია, რაც პორტუგალიურ კლუბებში ასპარეზობს და მას, როგორც პირველი, ასევე მეორე დივიზიონის კლუბებში უასპარეზია.

ამჟამად, 26 წლის ქართველი ფორვარდი "აკადემიკა ვიზეუს" მაისურს ირგებს, სადაც 3 გოლის გატანა უკვე მოასწრო.

მისი კლუბი მეორე დივიზიონში ასპარეზობს, თუმცა, ებრალიძის თქმით, მიზანი უმაღლეს დივიზიონში გადასვლაა.


Sportall.ge ებრალიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში გოლი გაიტანეთ, რომელიც ქართველი ლეგიონერებისთვის 2018 წელს პირველი აღმოჩნდა...
- გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ბოლო
წუთზე გაშვებული ბურთი, რის გამოც მატჩი ფრედ დასრულდა, ძალიან სამწუხარო იყო.

3 ქულა თითქმის მოპოვებული გვქონდა და თამაშიც მოგებული გვეგონა. "აკადემიკა" ძალიან კარგი გუნდია და ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ.

Sportall.Ge

- დიდი ხანია, რაც პორტუგალიურ კლუბებში ასპარეზობთ...
- დიახ, უკვე დიდი ხანია, რაც პორტუგალიაში ვასპარეზობ. მე როგორც პირველ, ისე მეორე ლიგაშიც მითამაშია.

მქონდა შემოთავაზებები სხვა ქვეყნის ჩემპიონატებიდან, მაგრამ პორტუგალიაში დარჩენა ვამჯობინე, რადგან აქედან კარგ გუნდებში მოხვედრა გაცილებით მარტივია.

რაც შეეხება ჩემპიონატს, როგორც პირველი, ისე მეორე ლიგა, მაღალი დონის ჩემპიონატია. პორტუგალია ფეხბურთელისთვის ერთგვარი ტრამპლინივითაა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

- თქვენ კარიერას თბილისის "დინამოში" იწყებდით. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?
- კარიერა "ნორჩ დინამოში" დავიწყე და სანამ უცხოეთში წამოვიდოდი, 16 წლამდე სწორედ ამ კლუბში ვიყავი.

ძალიან კარგი პერიოდი იყო და სულ მახსოვს, საიდან მოვდივარ. ეგ პერიოდი ძალიან მენატრება.

- დღევანდელ საქართველოს ჩემპიონატზე რისი თქმა შეგიძლიათ, თქვენი აზრით, რატომ ვერ აღწევენ ქართული კლუბები წარმატებას ევროსარბიელზე?
- მე რასაც აქედან ვუყურებ, საქართველოს ჩემპიონატი ნელ-ნელა წინ მიდის და იმედია, ასე გაგრძელდება. რაც შეეხება ევროსარბიელს, ძალიან რთული თემაა.

ძალიან დიდი სხვაობაა იმ კლუბებთან, რომლებსაც ქართული კლუბები ეთამაშებიან. თუნდაც, ფინანსური...

მაგრამ იმედია, მოვა ის დროც, როდესაც ქართული კლუბებიც მოხვდებიან ევროსარბიელზე.

- თქვენი კლუბი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად...
- ზუსტად ამიტომ მოვედი აქ, ვიცოდი, ეს გუნდი ამ მიზნისთვის იბრძოლებდა და ჩვენ ახლა მთავარი ფავორიტები ვართ.

გვქონდა მომენტები, სადაც შეგვეძლო წინ დიდი სხვაობით გავსულიყავით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

პირველივე ტურიდან ერთ-ერთი გუნდი ჩვენ ვართ, რომელიც მუდმივად მაღალ საფეხურზე იმყოფება.

ამის გარანტია არ არსებობს, მაგრამ ფეხბურთელებს გვჯერა, რომ უმაღლეს ლიგაში გადავალთ.

Sportall.Ge

- რას აპირებთ სამომავლოდ, ისევ რჩებით "ვიზეუში" თუ სხვაგან გადასვლას აპირებთ?
- ამ მომენტისთვის "ვიზეუსთან" კონტრაქტი მაისში მიმთავრდება.

არ ვიცი, მომავალში რა იქნება. გადავალ თუ არა უმაღლესში... ვიქნები თუ არა მე კმაყოფილი აქ, ან ხელმძღვანელობა ჩემს ასპარეზობას როგორ შეაფასებს...

Sportall.Ge

Sportall.Ge

- აპირებთ თუ არა დაუბრუნდეთ საქართველოს ჩემპიონატს?
-კი, იმედია, ერთ დღესაც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება მომიწევს.

ვნახოთ, ჯერ როგორ წავა ჩემი კარიერა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამის დროც მოვა.

- რას იტყოდით საქართველოს ნაკრების შესახებ? გეკუთვნით თუ არა, კვლავ გამოგიძახონ ნაკრებში და რას ნიშნავს თქვენთვის ეროვნული ნაკრების ფორმის ჩაცმა?
- ღირსი ვარ თუ არა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და იმედია, ისევ მალე გამომიძახებენ და მალე დავუბრუნდები ნაკრებს.

კლუბში ბოლომდე იმიტომ შრომობს ფეხბურთელი, რომ მერე ნაკრებს წაადგეს.

ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებააა და როდესაც ნაკრებში გამომიძახეს, ეს ოცნება ავიხდინე.

როდესაც შენ ქვეყანას წარადგენ, ეს ჩემთვის აღუწერელი გრძნობაა და ყოველთვის დიდ სიამაყეს განვიცდი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული