ვედრან ჩორლუკა: კვირკველიამ გუნდი გაახალისა, ნამდვილი ქართველია!

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" 32 წლის ხორვატმა ცენტრალურმა მცველმა ვედრან ჩორლუკამ თანაგუნდელი საბა კვირკველია აქო:

"საბა კვირკველიამ და ნემანია პეიჩინოვიჩმა შესანიშნავად ითამაშეს! ჩემის აზრით, ამისთანა ცენტრალური მცველების ტანდემი რუსეთის ჩემპიონატზე არც ერთ გუნდს არა ჰყავს. მახარებს მათი წარმატება. ნემა ჩემი დიდი მეგობარია, კარგა ხანია ვურთიერთობთ. საბას მოსვლის შემდეგ გუნდი გახალისდა, კარგი იუმორი აქვს, ხუმრობს. ნამდვილი ქართველია, ჩინებულ ატმოსფეროს ქმნის!

რაც შეხება კონკურენციას და ჩემს როლს..  შანსს დაველოდები და ვეცდები დავამტკიცო ჩემი საჭიროება".

ამჟამად "ლოკომოტივი" ესპანეთის ქალაქ მარბელაში გადის შეკრებას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხ, ქარტული ფეხბურთი
qomagi
14:16 16-01-2018
0
სიახლეები პოპულარული