ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თორნიკე ოქრიაშვილი "კრასნოდარს" მოსამზადებელ შეკრებაზე გაჰყვა

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" მოსამზადებელ ეტაპზე აბუ-დაბიში გაემგზავრა.

რუსულ კლუბს ქართველი შემტევიც თან ახლავს, რომელსაც ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, ტრავმის გამო აღარ უთამაშია.

"კრასნოდარი" მოსამზადებელ ეტაპზე ორ შეხვედრას გამართავს. 22 იანვარს მათი მეტოქე ტაშკენტის "ლოკომოტივი" იქნება, ხოლო 26 იანვარს - "ასტანა".

"კრასნოდარი" რუსეთის ჩემპიონატს 3 მარტს განაახლებს. ამ დროისთვის ოქრიაშვილის კლუბი 36 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.