bombardir.ru: ჯანო ანანიძე "სპარტაკში" უკვე თითქმის 10 წელია თამაშობს - და მერე რა?

AutoSharing Option
რუსულ საფეხბურთო პორტალ bombardir.ru-ზე ჟურნალისტმა მიხაილ მოროზოვმა ვრცელი და ერთობ საინტერესო ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ნახევარმცველზე ჯანო ანანიძეზე.

წერილში მოთხრობილია, თუ როგორი იმედით უყურებდნენ ჯანოს, მაგრამ მან ჯერ ვერ გაამართლა გაცემული ავანსები და იმედი აქვთ, რომ 2018 წელს მოახერხებს ამის გაკეთებას. გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან. ნუ დაიზარებთ, წაიკითხეთ.

"ვალერი კარპინი, უნაი ემერი, მურატ იაკინი, დმიტრი ალენიჩევი, მასიმო კარერა - ისინი აბსოლუტურად განსხვავებული მწვრთნელები არიან. მათ სხვადასხვა მიდგომა, სტილი, თავიანთი ღირსებები და სისუსტები აქვთ, მაგრამ ანანიძის შემთხვევაში ყველაფერი ყოველთვის დაახლოებით
ერთნაირად მთავრდებოდა: ხმამაღალი აფეთქება, სათადარიგოთა სკამზე მშვიდად გადანაცვლება, ტრავმა და შემდეგ ფორმაში ჩადგომის ხანგრძლივი პერიოდი. "როსტოვში" იჯარით ყოფნისას უკეთ გამოუვიდა, რამეთუ, სადაც ნაკლებია ზეწოლა, ფეხბურთიც მარტივია. ეს ნდობის დამსახურება იყო? საკამათოა, ვინაიდან "სპარტაკში" ნდობის დეფიციტს არასოდეს არ განიცდიდა.

ამ დღეებში უეფამ საქართველო ფეხბურთში პროგრესისთვის დააჯოლდოვა. ეს სამწუხაროდ არა თავად ფეხბურთს, არამედ Fair Play-ს რეიტინგს შეეხებოდა. ფეხბურთთან დაკავშირებით იქ ჯერჯერობით ყველაფერი მიყრუებულია - ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ ციკლში ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო, კლუბები კი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებთან ახლოსაც ვერ მიდიან. ჯანო თავის ნაკრებში კვირკველიასთან ერთად ლიდერია, სადაც ყველაზე უფრო მეტი ტიტულების მქონე არაა (ვთქვათ, კანკავამ ევროპა ლიგის ფინალში მიიღო მონაწილეობა), მაგრამ რომც წავიოცნებოთ და ამ გუნდს კალაძე, კობიაშვილი და არველაძე დავამატოთ, უფრო ძლიერი ვერ გახდება.

ანანიძე კარგი ფეხბურთელია, ჩინებული დარტყმა აქვს და გადამწყვეტი გადაცემის გაკეთებაც ეხერხება, მაგრამ ეტყობა, უმჯობესი იქნებოდა სხვა ეპოქაში დაბადებულიყო, რადგან თანამედროვე ველურ ფეხბურთში პრესინგისას ფონს გასვლა უჭირს. თუ მეტოქემ გასაქანი მისცა, თუ სივრცე დაუთმო, თუ მატჩისწინა ზეწოლა არ იქნა ძლიერი, თუ მწვრთნელთან საერთო ენას გამონახავს... მოკლედ, ძალიან ბევრი "თუა". ანანიძემ რუსეთში ყველა ტროფეი მოიგო, ბრინჯაოს გარდა ყველა სინჯის მედალი მიიღო, თუმცა არაა შეგრძნება იმისა, რომ ჩვენს ფეხბურთში რაიმე შესამჩნევი კვალი დატოვა. 8.5 წლის წინ ის აქ ათამაშდა. წინ შესაძლოა, ამდენივე აქვს და რა უნდა გააკეთოს, რათა მეორე 8.5 უკეთ წარმართოს?

ჯანოს სჭირდება გუნდი, სადაც მწვრთნელთან ერთ ტალღაზე იქნება, იქნება გუნდის წამყვანი ფეხბურთელი, ითამაშებს მისთვის მოსახერხებელ ფეხბურთს და არ განიცდის ზეწოლას. დაახლოებით ისე, როგორც "როსტოვში" იყო, ოღონდ უფრო ამბიციური კლუბი ესაჭიროება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერული წინსვლა არ ექნება. სასურველიდან ოდენ "კრასნოდარის" ვარიანტია, სადაც ლეგიონერები ისედაც უხვად არიან და ამის გამო რამოდენიმე მილიონად შეძენილ ვანდერსონს სათადარიგოთა სკამის ხეხვა უწევს.

"სპარტაკში" კი საზამთრო-საგაზაფხულო გადამწყვეტი ბრძოლების წინ ანანიძის ფორმაში ჩადგომას არავინ არ ელის. ასე რომ, გასულ წელს 20 მატჩში გაკეთებული 2 საგოლე პასი გუნდისთვის დიდი ვერაფერი დახმარებაა. გუნდისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის ჩემპიონია და წელს რომელიმე ტროფეის მოიგებს. მას შეტევაში უფრო შედეგიანი მოთამაშეები სჭირდება.

უკანასკნელ ხანს მოდაშია ლაპარაკი, რომ ეს წელი (2015,2016 და 2017) მისთვის გადამწყვეტია. ახლა ეს როგორც არასოდეს ისე ახლოსაა სიმართლესთან. საუკეთესო საფეხბურთო ასაკისაა (25 წლის), ძნელად წარმოსადგენია ამის მერე პროგრესირება მოახერხოს. დაელოდოს "სპარტაკში" ბოლო შანსს, კარიერული განტვირთისათვის სხვა კლუბში წავიდეს თუ სანამ გუნდში წმენდა არ მოხდება, დაკმაყოფილდეს სათადარიგოობით - რას აირჩევს ჯანო?

უდავოა, გვინდა სასწაულის იმედი გვქონდეს: ფორმაში ჩადგება და "თეთრ-წითლებს" გაზაფხულიდან სამივე ტურნირზე და კიდევ შემოდგომიდან სამივეზე დაეხმარება. გონიერება გვკარნახობს: უჯობს წავიდეს. არსებობს მესამე ვარიანტიც, ყველაზე იოლი - პერსპექტიულ ბიჭუნადვე დარჩეს და ერთ-ერთი იმათთაგანი გახდეს, რომელსაც საფეხბურთო ევროპა ვერ იხილავს".
მკითხველის კომენტარები / 11 /
უარესი ეკუთვნის ჯანოს სპარტაკში რო დარჩა და ან ღირებს ასე ალაპარაკებს....როცა ფულს ამჯობინებ წინსვლის პერსპექტივას ასე ხდება ..... არა და მაგუს გაცილებით უფრო წონადი მაგალითი გვქონდა უკვე ინგლისში...(ქინქლაძე)...
მიროსან
12 იანვარი 2018 13:37
2
კაი რა, სხვები არ წავიდნენ, მეათე ხარისხოვან ევროპულ გუნდებში? იქაც სათადარიგოები იყვნენ, ყოველთვის სხვებს ვაბრალით, არაბიძე, ჭაკვეტაძე, ოქრი, ჭანტურია, ვაკო და რავი რამდენი გინდა ჩამოგითვალო?!
fsiuuu
12 იანვარი 2018 23:20
1
შენც შეადარე რა. ქინქლაძე ბავშვობიდანვე სადაც გამოჩნდა ყველგან პირველი იყო. ჯანო ყველგან პერსპექტიული.
ugulava
12 იანვარი 2018 22:51
0
ვინც იმას წერს ევროპაში წავიდესო ვის უნდა ვის კალთებს ახევენ ჯანოს და არ მიდის თუ რა. კარგადაა მაგ სპარტაკში და კაი ფულსაც შოულობს ასე რო დაანებეთ მაგ ბიჭს თავი ოჯახს არჩენს უმამო კაცია და რუსეთსაც მიეჩვია.ამხელა ხელფას კიდე სხვაგან არსად არ მიცემენ.
zaza
12 იანვარი 2018 12:04
7
მაგრამ რომც წავიოცნებოთ და ამ გუნდს კალაძე, კობიაშვილი და არველაძე დავამატოთ, უფრო ძლიერი ვერ გახდება.
ჯანოზე ყველაფერი სწორად დაწერა მაგრამ ამ მით რაც ნაკრებზე დაწერა აშკარად გადაგვიარა. კიდევ უფრო რომ წავიოცნებოთ და იმ ბიჭებს ცოტა მეტი პროფესიონალიზმი რომ ჰქონოდათ, ქინქლაძესაც ვგულისხმობ, და მართლა ძლიერი სპეციალისტი რომ გვყოლოდა მწვრთნელად მაშინ რუსეთის ნაკრები ჩვენთან ქულის გამოსარჩენად იბრძოლებდა, როგორც რაგბიში ვაბანძებთ. და სხვა საშუალო ევროპულ ნაკრებებსაც გავხევდით
grisha
12 იანვარი 2018 11:21
4
ჯანო და სპარტაკი, იყო დრო, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა გულდაწყვეტილ ბიჭუნას ასეთი სიტყვებით მიმართა,
- მოითმინე,უფრო ბევრი ისწავლე, გამაგრდები და ითამაშებ, გავიდა დრო, ინგლისისა და საერთაშორისო ფეხბურთის საბრძოლო ველზე ვიხილეთ პოლ სქოულზი, ალექსმა გადაარჩინა ყმაწვილი ტრამვებისგან, გაამაგრა და ამის შემდეგ ათამაშა, ჯანოს თავიდანვე არ ყავდა ასეთი ადამიანი, მის ტალანტს ,მის ჯამრთელობას ვერ გაუგეს, დიახ ჯანო სხვა ეპოქის ფეხბურთელია, მასშია არისტოკრატიული და არა ველური ფეხბურთია... და ეს ყველაპერი ჯამში ტეხავს მის ტალანტს, სამწუხაროა მაგრამ,ჯანო დარჩება პატარა ვარსკვლავად რუსეთის კონტეკსტში, თუ........? გარისკე და გადადი ევროპაში...
Geo
12 იანვარი 2018 10:04
2
არ შეიძლება სულ იმედისმომცემი ბიჭი იყო.
status quo
12 იანვარი 2018 10:00
0
ნუ, რა ვთქვა...ზოგადად რომ ვიმსჯელოთ იმდენად სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ფეხბურთი, რომ ვერსად ვერ ვიკიდებთ ფეხს, ახლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაც საკმარისია იმის დასადგენად თუ რა ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობს ჩვენი ფეხბურთი და ამ ფონზე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რუსეთია ერთადერთი ქვეყანა სადაც ჩვენი ბიჭები მასიურად არიან მიკედლებული, თუმცა სპორტული თვალსაზრისით ბევრი ბინძური რამ ხდება რუსულ ფეხბურთში ესეც ფაქტია, მაგალითად : შეუძლიათ კარგი საარსებო წყარო მიაწოდონ ბიჭებს მაგრამ სამომავლო წინსვლა თითქმის გამორიცხულია
Lagashi
12 იანვარი 2018 06:05
2
სწორი შეფასებაა,თუ ამ სეზონში ვერაფერი გაკეთა უნდა წავიდეს..
zura
12 იანვარი 2018 04:40
0
ჯანომ კარგად იცის რომ სხვა ისეთ კლუბს ვერ მოძებნის სადაც ისეთივე ხელფასი ექნება როგორიც სპარტაკში აქვს, მაგრამ თვითონ სპარტაკს რაში სჭირდება ჯანო?!
Lagashi
11 იანვარი 2018 22:03
6
რაში სჭირდება სპარტაკს ჯანო მეგობარო და , იქ მცხოვრები , მოთამაშე ( და თან სპარტაკშიც კი ) ქართველებისთვის მაგალითი იქნება, რა მოსდის რუსეთში გაზრდილ სპორტსმენს როცა იგი არ ირჩევს რუსეთის ნაკრებს და მიდის მშობლიურ ნაკრებში.. ცოტა კვირკველიამ ჩაუშხამათ მაგ საქმეში, კი ახეხინებდნენ სკამს მაგრამ ლოკოში გადასვლის შემდგომ ისე კარგად ათამაშდა, ძალიან ნაგლობა გამოუვიდოდათ მაგისი სკამზე დასმა ( ეგეც იძულებითი იყო,თანაგუნდელის ტრავმის გამო ჩაჯდა ძირითადში) . აგერ ბიჭი ახალგაზრდობაშივე უნდოდათ დასავლურ ევროპულ გუნდებს, მაგრამ არ გაუშვეს, მერე ფორმის პიკში რომ იყო როსტოვიდან გადასული, სპარტაკის სათადარიგოზე იჯდა ხოლმე გუნდიდან დაბრუნებული, თასის შეხვედრაზე სათადარიგოები და სპარტაკი 2 რომ გაუშვეს , იქაც კი არ იყო განაცხადში და თვითმფრინავზე რომ არ ავიდა მწვრთნელი გაბრაზდა, როგრ თუ არ ამოვიდა თვითმფრინავშიო, მერე რა რომ გაფართოებულ სიაში იყოო ... მოკლედ სანამ რაიმე შეეძლო ამ ერთ დროს მართლაც ძალიან ნიჭიერ ბიჭს, ცოტაღა შემორჩა იმ დადებითებიდან, საფეხბურთო ΙQ ისევ მაღალი აქვს მაგრამ სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს, ეს ამ ეტაპზე უფრო კარგი მწვრთნელი იქნება ვიდრე ფეხბურთელი , იმდენი ხანია სკამიდან უყურებს :(
ზურაბი
12 იანვარი 2018 03:10
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული