ჯაბა კანკავა საქმეს შეუდგა - ქართველის პირველი შეკრება "ტობოლში"

AutoSharing Option
ყაზახეთი "ტობოლმა", რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა ირიცხებიან, ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა პირველი ვარჯიშის ფოტოები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშობს ჯაბა კანავა, რომელიც ყაზახურ გუნდში 2017 წლის დეკემბერში გადავიდა.

Sportall.Ge

გუნდთან ერთად იმყოფება ასევე ნიკა კვეკვესკირიც.

"ტობოლი" ამჟამად თურქეთში გადის შეკრებას, სადაც 22 იანვრამდე გაჩერდება. ამ ხნის განმავლობაში გუნდი 4 საკონტროლო მატჩს გამართავს: თურქულ "რიზერსფორთან" (12 იანვარი), თურქულ "სივასფორთან" (15 იანვარი),  ალბანურ "ტირანასთან" (18 იანვარი) და რუსულ "ლუჩ ენერგიასთან" (22 იანვარი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული