ჯანო ანანიძე თებერვლის ბოლოს ჩადგება მწყობრში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა მიხაილ ვართაპეტოვმა განაცხადა, რომ 12 სექტემბერს რომში მარცხენა კოჭ-წვივზე ოპერაციაგაკეთებული ქართველი  ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, საემიროებში გუნდის შეკრებაზე ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს, მწყობრში კი თებერვლის ბოლოს უნდა ჩადგეს.

"სპარტაკი" რუსეთის ჩემპიონატზე, თასზე და ევროპა ლიგაზე მონაწილეობს და ანანიძის დახმარებას საჭიროებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული