ჯაბა ჯიღაური "გაბალა" თუ "ზირა"?

AutoSharing Option
ჯაბა ჯიღაურმა ცოტა ხნის წინ დატოვა მაკედონიური "ვარდარი" და ახალი კლუბის ძიებაშია.

როგორც ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები იუწყებიან, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს ერთდროულად ორი აზერბაიჯანული კლუბი აწარმოებს. ესენი არიან ამ დროისთვის აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-2 ადგილოსანი "გაბალა" და მე-3 ადგილოსანი "ზირა".

ჯაბა ჯიღაურისთვის "გაბალა" უცხო გუნდი არ არის, მას ევროპა ლიგის შესარჩევში "დინამოს" მეტოქისთვის გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ "გაბალა" თბილისში გაივლის შეკრებას, აქ კი ამხანაგურ შეხვედრაში "დინამოს" და "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჭორი გავრცელდა ამ პროცესში აზერ-ჯანის პრეზიდენტი ილხამა ალიევი ჩაერიაო,
გურჯია
16:30 08-01-2018
0
ადმინ, მეუბნებისთ გააკეთე კომენტარიო. რა კომენტარი უნდა გავაკეთო თუ ძმა ხარ. ჩემი კომენტარია-კომენტარის გარეშე. ზირა არა ზაირა!!!
სოკო
16:28 08-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული