კვირკველია: შარშან ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებოდი

AutoSharing Option
საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა საბა კვირკველიამ "ლოკომოტივის" საიტს განუცხადა, რომ ერთი წლის წინ ამაზე ვერც იოცნებებდა:

"საქართველოში ბევრი კარგი ფეხბურთელია. ზოგიერთი რუსეთში თამაშობს და თქვენ მათ კარგად იცნობთ! ეს აღიარება ძალიან სასიამოვნოა. ერთი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებოდი. ამაში დიდი დამსახურება მიუძღვის "ლოკომოტივს": მწვრთნელს, კლუბის ხელმძღვანელობას, ჩემს პარტნიორებს. მათ ნდობა გამომიცხადეს!

საუკეთესო ფეხბურთელობაზე აგრეთვე პრეტენდენტები ჯანო (სპარტაკი) და გურამ კაშია (ვიტესი) იყვნენ. არჩევანს ქართველი მწვრთნელები და ფეხბურთელები აკეთებენ. მე მეტი ხმები მოვაგროვე და მეორედ
გავხდი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი.

საახალწლოდ თოვლის ბაბუას ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის დიდ წარმატებებს ვთხოვ. წინ ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გველის".

"ლოკომ" საკლუბო კალენდარი გამოუშვა და აპრილის თვის გვერდზე საბას ექსტრევაგანტული სურათი დაბეჭდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული